Tag Archive | სკოლა

ბოშათა ბელადი

598732_299711786787914_100002472850398_652899_1192177264_n

ქუთაისის ცენტრიდან სულ ,რაღაც ოც წუთში  ავანგარდის დასახლებაში ხვდები.

დასახლების ერთ მხარეს საბჭოთა დროს აშენებული მაღალი კორპუსები დგას, მეორე მხარეს კი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკები.

ბარაკებიში პატარა ოთახებია და მათში ერთად ცხოვრობენ ბოშების დიდი ოჯახები: ბებიები , ბაბუები, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ოჯახების წევრთა რაოდენობა 12-დან 35-მდე მერყეობს.

76 წლის მალვინას გრძელი, ჭრელი კაბა აცვია. გულზე ფერადი მძივები ჰკიდია, თმა სადად აქვს დავარცხნილი და კეფაზე შეკრული. საუბარს არ გაურბის და თავსი ბოშურ ცხოვრებაზე ყვება:

„ბაზარში დადგომა, ართმევენ. გარეთ ვაჭრობა. ჩვენ ბოვშები გვყავს. კაცები ჯართებზე დადიან. ხან აკეთებენ რაღაცას ხან-ჩვენ. ბევრი ბოვშები გვყავს  ოჯახში ათი-თხუთმეტი. „

ბოშათა დასახლებაში წყალი იშვიათდ მოდის. იქ არც საკანალიზაციო მილებია გაყვანილი. თითოეული ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა არავის აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბავვები სკოლაში არ დადიან. ბევრმა წერა-კითხვაც კი არ იცის.  თავს ძირითადად გარე ვაჭრობითა და ჯართის შეგროვებით ირჩენენ. ქალები, როგორც წესი სახლში არიან, ბავშვებს უვლიან. კაცები მუშაობენ.

ბარაკებს შორის ქალი დგას. ბოშებს შორის მაშინვე გამოარჩევთ. ის ციალა ჩხარტიშვილია. უკვე მრავალი წელია ბოშების გვერდით ცხოვრობს და მათ ჭირსა და ლხინს იზიარებს. 75 წლის არის , მაგრამ ახალგაზრდულად მხნე და ენერგიულია. ციალა ბოშების ბელადია. ასე შეარქვეს ქუთაისლებმა და ახლა თვითნაც ასე მოიხსენიებს საკუთარ თავს. ბოშებს მეთაური სჭშირდებათ, იქ ასეთი წესია. ციალა ჩხარტიშვილმა ბოშების შესახებ ყველაფერი იცის და მათ დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაციაში ეხმარება. ცდილობს, რომ ბავშვებმა საშუალო განათლება მიიღონ და წერა-კითხვა ისწავლონ.

„ბავშვებმა წერა-კითხვა არ იციან. გადავწვიტე სკოლაში მიბარება, მაგრამ წავაწყდი დიდ სიძნელეს. დაბადების მოწმობა არ ჰქონდათ ბავშვებს. ზოგს დედას არ ჰქონდა დაბადების მოწმობა და ეს თავისი შვილი სხვის გვარზე ჰყავდა გამოყვანილი. ამის გასწორება მომიწია. ძალიან ძნელად ვაკეტებდი , მაგრამ მაინც გამომივიდა. „

ციალა ჩხარტიშვილი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საზოგადოება ბოშების მიმართ გულგრილია. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა , როგორც ციალა ჩხარტიშვილი ამბობს ბოშები საზოგადოების მიმართ მაინც კეთილ განწყობილები რჩებიან. ერთ-ერთი ბოშა , სახელად ნადეჟდა ციალას სიტყვას რეპლიკას აშველებს. „ჩვენ ქართველებთან კარგადა  ვართ, პატიოსანი ხალხია.“

ჩვენი თანამოქალაქეები კი მათზე სულ სხვაგვარად ფიქრობენ: „ბაზარში ხშირად შევსწრებივარ , როდესაც იპარავენ რაღაცას. იგინებიან ბავშვები და რაღაცა ღონისძიება შეიძლება გატარდეს სახელმწიფოს მიერ. „

იმავე აზრზე არის ერთ-ერთი სტუდენტიც: „გამოკიდებით არ მეკიდებიან, მაგრამ იქიდან გამომდინარე როცა დავინახავ მეშინია და სად გავრბივა მე თვითონაც არ ვიცი ესეიგი მავიწროვებენ. ანუ არ მსიამოვნებს , რომ არიან. ჩემი აზრით პატრული უნდა რეაგირებდეს.“

ციალა ჩხარტიშვილს ცხოვრების პირობების გასაუბჯობესებლად უამრავი გეგმა აქვს. უკვე 51 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან მათთან ერთად ავანგარდის დასახლების ერთ-ერთ  ბარაკში დაიწყო ცხოვრება.  იგი ბარაკებიდან გამოსვლასაც მათთან ერთად აპირებს და  იმ დრო ელოდება , როცა ბოშებს ბელადი აღარ დასჭირდებათ.

536352_299710183454741_100002472850398_652879_906991706_n